LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tripadvisor-მა თბილისი 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

991
თბილისი

სამოგზაურო რეკომენდაციების ამერიკულმა ონლაინ პლატფორმამ Tripadvisor, მოგზაურების მიერ ერთი წლის განმავლობაში დატოვებული შეფასებების საფუძველზე, 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულებების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე მოხვდა.

ნუსხაში პირველ ადგილს ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძული მადეირა (პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი) იკავებს, რომელიც ცნობილია ველური ლანდშაფტებით, სანახაობრივი საფეხმავლო მარშრუტებით, რთულად მისადგომი პლაჟებითა და განსაკუთრებული მიკროკლიმატით – მთელი წლის განმავლობაში სტაბილური, თბილი ტემპერატურიდან გამომდინარე მას ხშირად „ევროპის ჰავაისაც“ უწოდებენ.

მეორე ადგილზეა თბილისი. Tripadvisor-ის შეფასებით, 2026 წელი შეიძლება იყოს ის წელი, როდესაც საქართველოს დედაქალაქი გლობალურ ტურისტულ რუკაზე ადგილს საბოლოოდ დაიმკვიდრებს. ის ახალი სასტუმროებით, კულტურული სივრცეებითა და მუზეუმებით ტურისტებში სულ უფრო პოპულარული ხდება.

რაც შეეხება ათეულში მოხვედრილ სხვა ტურისტულ მიმართულებებს, ესენია: ჩიკაგო (აშშ), ქუი-ნიონი (ვიეტნამი), პუერტო ესკონდიდო (მექსიკა), მილანი (იტალია), გლაზგო (შოტლანდია), აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), რესიფი (ბრაზილია) და სან-კარლოს-დე-ბარილოჩე (არგენტინა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g