LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტროი სივანი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იმღერებს (ფოტო/ვიდეო)

134
TroyeSivan (1)

ტროი სივანმა მეორე სტუდიური ალბომის – Bloom მხარდასაჭერი ტურნეს შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ The Bloom Tour, სტარტს 13 სექტემბერს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში აიღებს.


24 წლის შემსრულებლის სხვა კონცერტები ავსტრალიის ისეთ უდიდეს ქალაქებში გაიმართება, როგორებიცაა: პერთი, ადელაიდა, სიდნეი და ბრისბენი.

უკანასკნელი შოუთი ახალგაზრდა მომღერალი მსმენელის წინაშე 25 სექტემბერს, მელბურნში წარდგება.

შეგახსენებთ, რომ ტროი სივანის მეორე სტუდიური ალბომი – Bloom, გასული წლის 31 აგვისტოს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები