LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თსუ გორდელა” და ლევან ბეიტრიშვილი ეთერ ჭელიძის სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში”

27
gordela-ardaidardo

რადიო დუეტს” „თსუ გორდელა” და ლევან ბეიტრიშვილი ეთერ ჭელიძის სიმღერის  „მაღლა მაღლა” ახლებური ვერსიის პრემიერით სტუმრობდნენ .  „თსუ გორდელა” მინი ალბომის გამოშვებას აპირებს, რომლის ფარგლებშიც პრეზენტაცია კონცერტი გაიმართება, უახლოეს გეგმებში კი მათ რეგიონალური კონცერტები და შვეიცარიაში ფესტივალზე გამგზავრება აქვთ ჩანიშნული…

რა აქვს ახალი „თსუ გორდელა”?

ქეთი კვირკელია:

პირველ რიგში უფრო ახლოს გაგაცნობთ ჩვენს თითოეულ წევრს, რადგაც ცვლილებები და განახლებები გვაქვს. ეთო მიშველაძე პირველი ხმა, ნათია ხმალაძე, თამარ ალადაშვილი, თეა ქირია კონტრაბასი, სოფია ქირია, ანსამბლის ხელმძღვანელი  თამაზ მამალაძე, პროდიუსერი ლევან ბეიტრიშვილი და მე ქეთი კვირკელია.

ლევან ბეიტრიშვილი:

ხუთი სიმღერისგან შემდგარი მინი ალბომის გამოშვებას ვგეგმავთ,  უკვე ჩაწერილია სიმღერები,  სამი სიმღერა უკვე დაპრემიერდა, მეოთხეს დღეს დავაპრემიერებთ. გაზაფხულზე გამოვუშვებთ კიდევ ერთ მინი ალბომს და შემდეგი ეტაპი უკვე სრულფასოვანი ალბომი იქნება.

კონცერტები თუ გაქვთ დაგეგმილი?

პრეზენტაცია კონცერტი გაიმართება მინი ალბომის პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე რეგიონალურ კონცერტებზე  მიმდინარეობს მოლაპარაკები და გასვლით კონცერტებსაც ვგეგმავთ, შვეიცარიაში ფესტივალზე ვაპირებთ გამგზავრებას.

ლევან ჯგუფ  „ბ 17″ რა ბედი ელის, თუ გეგმავთ აქტიურობას?

„ბ 17″-ის მინი ალბომის გამოშვებაც იგეგმება , ახლა აკადემიური მაქვს ჯგუფში აღებული, თსუ გორდელას წევრი გავხდი უფრო აქტიურად.

მოგვიყევით ახალ სიმღერაზე რომელსაც ვაპრემიერებთ?

ქეთი კვირკელია

ეთერ ჭელიძის სიმღერა მაღლა მაღლა” რომელშიც მცირე ცვლილება შევიტანეთ, მაგრამ აბსოლიტურად ახლებურად ვასრულებთ.  წინა სტუმრობის დროს ეს სიმღერა ექსპერიმენტის სახით ცოცხლად შევასრულეთ თქვენს ეთერში, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა  და გადავწყვიტეთ ჩაგვეწერა.

მადლობა სტუმრობისთვის…

 

თსუ გორდელა – მაღლა მაღლა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თსუ გორდელა – ბუხარი. Live

 

თსუ გორდელა & ლევან ბეიტრიშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. 11.10.2019. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები