თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს.
ის აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია.
სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე 6 თვის ვადით აირჩიეს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი.
კენჭისყრის პროცესის პარალელურად, უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი აქციას მართავდა.
ისინი რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, ასევე სტუდენტების საცხოვრებლის აშენებას და საბინაო სუბსიდიას ითხოვენ.
თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს