LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ში დღეს გალაკტიონის საიუბილეო საღამო გაიმართება

97

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დღეს გაიმართება გალაკტიონის საიუბილეო საღამო, რომელიც ეძღვნება მისი ლექსის “მერი” პუბლიკაციის 100 წლისთავს.
საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორია თსუ დასავლეთ ევროპული ფილოლოგიის ინსტიტუტის თარგმანმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი, რომელიც წარმოადგენს ლექსი “მერი”-ს შექმნის ამბავს, როგორც მისი მრავალწლიანი კვლევის შედეგს.

თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან გალაკტიონის შვილობილი ნუნუ ებანოიძე, მერი შერვაშიძის ნათესავი თათული ღვინიაშვილი და სხვები. გალაკტიონის ამ თემასთან დაკავშირებულ ნაწარმოებებს შეასრულებენ ცნობილი მუსიკოსები: ნესტან მესხი, ზვიად ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, დავით არჩვაძე, ოთარ ჯორჯიკია, ანა ჭანია და სხვა.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება საილუსტრაციო მასალა: ფოტო და ვიდეო ჩვენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები