უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას თანამდებობიდან გადადგომის , ხოლო პროფესორები – პაპავას თანამდებობაზე დარჩენის მოთხოვნით შიმშილობენ.
რადიო „ფორტუნას“ კორესპონდენტის ცნობით,თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა განაცხადა, რომ სტუდენტები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ პაპავას თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით.
შიმშილი დაიწყეს უნივერსიტეტის პროფესორებმაც – მანანა ხარხელის, იზოლდა ჭილაძისა და გიული ქეშელაშვილის მოთხოვნაა, არ გადადგეს ლადო პაპავა რექტორის თანამდებობიდან. ისინი ამბობენ, რომ შიმშილობის აქციას სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდებიან.
თვითმმართველობის წევრები კი რექტორის მისაღებში ამ დრომდე რჩებიან, მათ მოახერხეს სამართალდამცველების კორდონის გარღვევა და პაპავას კაბინეტში შეჭრა.