LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ში სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია გაიხსნა

49

თსუ-ში სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია გაიხსნა. როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ლაბორატორია “ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

ლაბორატორია უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, რომელიც მოიცავს – 3D პრინტერებს, 3D სკანერებს, ლაზერის მჭრელს, საშრობ მანქანას, ხელის ინჟექტორს და სხვა უახლეს დაზგა-დანადგარებს.

”პროექტის ფარგლებში, ახალი ინოვაციური ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ნივთების დამზადება, კვლევების ჩატარება, მაკეტების შექმნა, ასევე დეკორატიული ინტერიერისა და ექსტერიერის შერჩევა, კულტურულ ძეგლებზე არსებული დაზიანებების შეკეთება და სხვადასხვა მონუმენტების მაკეტების შექმნა. ლაბორატორიას აქვს კომპონენტი ბიზნეს-ინკუბაცია, რაც მიზნად ისახავს ბიზნესტრენინგებს,”- განაცხადეს თბილისის მერიაში.

თსუ-ს მაღლივ კორპუსში ლაბორატორია თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ ერთობლივად გახსნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g