LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე: ზურაბ ჯაფარიძე

39
jafaridze

“2 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნები პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის. 2 ოქტომბერს იქნება ტესტი ამ ხელისუფლებისთვის, ეს არის ლეგიტიმაციის ტესტი. თუ 2 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამარცხდება, რაშიც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა გავა ხელახალ არჩევნებზე და ქვეყანას გაუჩნდება შანსი, რაღაც შეიცვალოს.

დღეს, რასაც ახლა აქ ვაკეთებთ, ესეც თანამშრომლობისა და კონსენსუსის ერთგვარი გამოვლინებაა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“გირჩი-მეტი თავისუფლების” მხრიდან 4 მაჟორიტარულ ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები არიან:

მთაწმინდაზე-თენგო კირთაძე, საბურთალოზე-ბორის ყურუა, დიდუბეში- ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევში-ბადრი გრიგალაშვილი. ასევე „გირჩი მეტი თავისუფლების“ მხრიდან არის ვიცე-მერობის კანდიდატი, ცოტნე კობერიძე.

“ამ ადამიანებს სრულად ესმით, რა არჩევნები არის 2 ოქტომბერს, რა ბრძოლაში შევდივართ. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ამ ოლქში გავიმარჯვოთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები