14 მაისიდან, საფოსტო გზავნილით 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის მისაღებად, მოქალაქეებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ.
„ბიზნეს ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმებაზე საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი; 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი; 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი.
14 მაისიდან განსაბაჟებელი ამანათი მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის და საგადახდო დავალების წარდგენის შემდეგ გაიცემა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, 10 000 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებზე მოქალაქეები მომსახურების საფასურს არ იხდიდნენ.