LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ 60 წუთში ემზადები და შენი მკლავი 210 სანტიმეტრია- მაშინ Wizz Air გელის

1202

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბორტგამცილებლებს ეძებს. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიამ სოციალური ქსელის ”ფეისბუქის” მეშვეობით გაავრცელა.

დაინტერესებული პირები 6 ოქტომბერს, დილის 9 საათზე უნდა გამოცხადდნენ ქუთაისში, ი. ბუხაიძის ქ. II შესახვევი 63-ა-ში, სასტუმრო ”კონტინენტალის” შენობაში.

რაც შეეხება მოთხოვნებს, Wizz Air -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასაქმების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყვნენ სულ მცირე 18 წლის;
  • სიმაღლე გოგოს შემთხვევაში უნდა იწყებოდეს 165 სანტიმეტრიდან, ბიჭის კი -175 სანტიმეტრიდან;
  • მკლავის სიგრძე უნდა იყოს 210 სანტიმეტრი (იგულისხმება რომ ხელის აწევის დროს, 210 სანტიმეტრამდე უნდა წვდებოდეს) ;
  • უნდა ფლობდნენ ინგლისურ და დამატებით კიდევ ერთ ენას ( პოლონურს, უკრაინულს, ქართულს, სერბულს, ან სხვას);
  • უნდა ჰქონდეთ მოქმედი სამოგზაურო პასპორტი;
  • არ უნდა უჩანდეთ ტატუ ან/და პირსინგი;
  •  უნდა შეეძლოთ 60 წუთში მომზადება ფრენისა და გამგზავრებისთვის.

ამ ეტაპზე, კომპანიაში მათთან დასაქმების შემთხვევაში, ბორტგამცილებლის ანაზღაურებას არ აკონკრეტებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ Wizz Air-ში საკმაოდ მისაღები ხელფასებია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები