LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ადამიანებმა ასეთი რისკები დაინახეს უძრავ ქონებაში, ისინი ინვესტირებას აღარ მოახდენენ“ – რა პრობლემებზე საუბრობენ უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში

379
61ee54d70be2e

„არ შეიძლება ერთ მესაკუთრეს მთელი სოციალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ. სხვაგვარად, ეს ხელს შეუშლის უძრავ ქონებაში ინვესტირებას. იმიტომ, რომ თუ ადამიანებმა ასეთი რისკები დაინახეს უძრავ ქონებაში, ისინი ინვესტირებას აღარ მოახდენენ“,- ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა.

მან „პალიტრანიუსის“ ეთერში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც ბინის მესაკუთრეები აწყდებიან ხოლმე. კაჭკაჭიშვილი ყურადღებას სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს. როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი ამბობს, იმის გამო, რომ პოლიციური გამოსახლება გაუქმებულია, უძრავი ქონების მესაკუთრეები ურჩი გადამხდელებისგან სრულიად დაუცველები არიან.

„მე როგორც იურისტი, ვურჩევდი ყველას, რომ მაქსიმალურად მოახდინონ პირის იდენტიფიცირება, პირადობით. ამასთან, კონტრაქტი იმდაგვარად იყოს შედგენილი, რომ სხვა დამატებითი საშუალებები იყოს ზემოქმედების. მაგალითად, ეს არის უძრავ ქონებაში განთავსებული ნივთების გირავნობის უფლების წარმოშობა, რომ მათი სწრაფი რეალიზაცია მოხდეს, თუკი დავალიანებაა დარჩენილი. სხვაგვარად მე ვფიქრობ, რომ ალტერნატივა არ ჰქონდა იმას, რაც არსებობდა, ანუ პოლიციურ გამოსახლებას.

ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე ამგვარ განმარტებას – მე სოციალურად დაუცველი ვარ, არ გამაჩნია სხვა საცხოვრებელი, დავკარგე და თითქოს, მთელ ამ ტვირთს აკისრებენ იმ ქონების მესაკუთრეს, რომელმაც დროებით ქირით დაუთმო საცხოვრებელი. რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომაა. იმის გამო, რომ მას ქონება გააჩნია, არ არის დამნაშავე. დღეს, აქ სახელმწიფოს როლი ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი,“ – განაცხადა ოთარ კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისივე თქმით, ისეთ პირებზე, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, ან რომელთა გამოსახლება და უსახლკაროდ დატოვება არ შეიძლება, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს კერძო მესაკუთრისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g