LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ადამიანი არის ალერგიული აცრის წინაღობა არ გააჩნია, ის 30 წუთი მოიცდის იქ, სადაც ვაქცინა გაიკეთა” – ბიძინა კულუმბეგოვი

2375
1

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს – რა შემთხვევაში არ აცრებიან მოქალაქეები და ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ ტრადიციული ვაქცინაციისას მილიონ შემთხვევაში, აცრისას ვლინდებოდა ერთი ანაფილაქსიური რეაქცია.

“ნივთიერება რომელიც არის ვაქცინებში: “ფაიზერში” და “მოდერნას” ვაქცინაში – “პოლიეთილენგლიკოლი”, “ასტრაზენეკას” ვაქცინაში “პოლისორბატი”, არის ეჭვი, რომ ამ ნივთიერებებმა გამოიწვიოს შედარებით მეტი ალერგიული რეაქცია, ვიდრე ტრადიციული ვაქცინები იწვევდა. მილიონი ადამიანი თუ აიცრება ალერგიული რეაქცია ექნება 5 ადამიანს“, – აცხადებს კულიმბეგოვი ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში.

რამდენად საშიშია ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანა, მაშინ როცა ევროპის 5-მა ქვეყანამ მისი გამოყენება შეაჩერა – კულუმბეგოვის განმარტება

საქართველოში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება

მისივე თქმით, საქართველოში უკვე არსებობს კოვიდვაქცინაციის შემდგომი ალერგიული რეაქციების პროტოკოლი, რომელის მიხედვითაც, თუ ადამიანს აქვს სტანდარტული ალერგიული დაავადებები, ვაქცინის გაკეთების შემდეგ კლინიკაში 30 წუთის განმავლობაში მოიცდის.

“ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა დაშვებული. „ჩვენ რამდენიმე ტრენინგი ჩავუტარეთ თბილისის ცენტრის და ქუთაისის ექიმებს, რომელთაც აცრები უნდა გააკეთონ. ამ პროტოკოლის მიხედვით, თუ ადამიანს აქვს სტანდარტული ალერგიული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, კანის და კვებითი ალერგია, შოკოლადზე, თაფლზე და ნაკბენზე ალერგია, მიუხედავად ამისა, ამ ახალი ვაქცინის გაკეთების წინაღობა არ არსებობს. ასეთი ადამიანი 30 წუთი მოიცდის იქ, სადაც ვაქცინა გაუკეთდება. თუ ცნობილია, ადამიანების ის კატეგორია, რომელთაც „პოლიეთილენგლიკოლსა“ და „პოლისორბატზე“ აქვთ რეაქცია და არ უკეთდებათ ვაქცინა, ამ ნივთიერებისაგან თავისუფალ ვაქცინას უნდა დაველოდოთ. ამ ადამიანებს, თუ ვაქცინის პირველ დოზაზე ექნებათ რეაქცია, მეორე დოზა არ გაუკეთდებათ,” – განაცხადა ბიძინა კულუმგებოვმა.

magti 5g