LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ დასალაგებლად” – იაგო ხვიჩია

59
iago

ევროპელი დიპლომატების ჩართულობაზე საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში – “გირჩის” ლიდერი საუბრობს. იაგო ხვიჩიას თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში ქვეყნის პარტნიორების უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.

“თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, მერე შეიძლება რუსები მოვიდნენ დასალაგებლად და ასეთი გიჟობები მოხდეს, – ამბობს ხვიჩია.

დანიელსონი მეორედ არ ჩამოვიდოდა, შერიგების გეგმა რომ არ ჰქონდეს ევროპას: ხუხაშვილი

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ბოლო მცდელობა, რომ  ყველაფერი დალაგდეს.

ხვიჩიას თქმით, მათ უნდა ჰქონდეთ, ე.წ. განაჩენის უფლება.

„პირველი მორიგების მცდელობის ნაწილი იყო. კაცმა (დანიელსონმა) 64 საათი ისაუბრა, ოღონდ ამათთან რამე გამოსვლოდა. ვფიქრობ, მეორე ნაწილი უნდა იყოს სამოსამართლეო ნაწილი. როდესაც რაღაცამ ვერ გაჭრა, უნდა გქონდეს განაჩენის უფლება. მინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა თავს ამის უფლება მისცენ. ამ დროს გამოჩნდება, რომელი არ ემორჩილება „სასამართლოს“ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს არის ბოლო ნაბიჯი, რომელიც დარჩა და არ გვიცდია. დანარჩენი ჩვენმა მეგობრებმა ყველაფერი სცადეს. მგონია, რომ აქამდე მივა, იმედი მაქვს”, – განაცხადა ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები