LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ამ სეზონზე მუშაობის საშუალება არ გვექნება, შემდეგ წლამდე შემოსავლის გარეშე დავრჩებით – ზამთრის კურორტები

89
830b705db41f0fecd15fed13ff8f0b44-XL

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

ამ თემას, ბუნებრივია, უკვე ეხმაურება ბიზნესსექტორი. როგორც „ფორტუნას“ სასტუმროების ქსელის – „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა, სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ ბიზნესებს, არ ეგონათ, რომ ხელისუფლებაში მთლად ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას მიღეებდნენ.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საშუალებას მოგვცემდნენ, თუნდაც ერთი თვით გვემუშავა სამთო-სათხილამურო კურორტებს, მაგრამ როგორც გაირკვა, საერთოდ არანაირი პროგრესი არ არის ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, კერძო სექტორის წარმომადგენლები ყოველდღიურად ვითხოვდით, რომ ჩვენც ვყოფილიყავით ჩართულები ამ მსჯელობებსა და შეხვედრებში, სამწუხაროდ, საკოორდინაციო საბჭოზე დღეს არ იყო წარმოდგენილი არც ერთი კერძო სექტორი, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენზე ძალიან უარყოფითად აისახება“, – ამბობს ერეკლე კოკაია.

მისივე თქმით, აუცილებელია სამთო-კურორტებმა ზამთრის ბოლოს თვეს, თებერვალში მაინც იმუშავონ, რომ რაიმე შემოსავალი ჰქონდეთ.

„ეს კურორტები არის ძალიან სეზონური და თუ, ახლა, ამ სეზონზე არ გვექნება საშუალება, რომ ვიმუშავოთ, თუნდაც ერთი თვე, მაშინ შემდეგ წლამდე საერთოდ აღარ გვექნება შემოსავალი“, – განმარტავს „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტებს 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზარალი მიაყენა, საუბარია მილიარდობით ლარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები