LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ამ ზაფხულს ყელის ძლიერი ტკივილი გაწუხებთ – ეს კოვიდის ახალი ვარიანტი – ნემბუსი შეიძლება იყოს“ – ექიმი კოტე თოდუა

369
BeFunky-collage123412 3 4sdf (13)

ექიმი, კოტე თოდუა, სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს და კოვიდის ახალ ვარიანტზე, ნემბუსზე, საუბრობს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირებული ყელის ტკივილი შესაძლოა ამ შტამს უკავშირდებოდეს.

„თუ ამ ზაფხულს, ან ბოლო დღეებში, ყელი გტკივათ – ეს კოვიდის ახალი ვარიანტი, ნემბუსი, შეიძლება იყოს,“ – წერს თოდუა.

ექიმის განმარტებით, ნემბუსს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • ძლიერი ყელის ტკივილი
  • დიარეა
  • გულისრევის შეგრძნება
  • კუნთების ტკივილი
  • სიცხე
  • ცხვირიდან გამონადენი
  • ყნოსვის დაკარგვა

ექიმის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ნემბუსი განსაკუთრებულად საშიში არ არის.

„ეს არ არის გამორჩეულად საშიში – უბრალოდ, ერთ-ერთი გრიპის ტიპი დაგვემატა. მკურნალობა მოითხოვს ჰიდრატაციას – სითხეების მიღებას, გაციების ჩაის და სიმპტომურ მკურნალობას,“ – აღნიშნავს ექიმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g