LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნები, არ ვაპირებთ სამსახურში დაბრუნებას” – სოცაგენტები პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

96
image-2022-01-20-144412

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. სო­ცი­ა­ლურ აგენ­ტებს აქ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვთ ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რით: “მოგ­ვე­ცით ბე­ნე­ფი­ცი­ა­რამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზის ხარ­ჯი”, “ღირ­სე­უ­ლი ხელ­ფა­სი ყვე­ლას”, “ჩვენ არ ვართ მო­ნე­ბი”.

ისინი ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.  აქციის მონაწილეები შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამოდიან და აცხადებენ, რომ გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

“იმედი გვაქვს, რომ პრემიერი შეგვხვდება და ჩვენს მოთხოვნებს გავაცნობთ. სამომავლო გეგმებია ასეთია, რომ თუ არ დაგვიკმაყოფილეს მოთხოვნები, არ ვაპირებთ სამსახურში დაბრუნებას. აქციები პერმანენტული იქნება თუ არა არ ვიცით, მაგრამ სამსახურში არ გავდივართ, სანამ მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული”, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული, თეა ნარიმანიშვილი.

17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების 100%-ით ზრდას, სამგზავრო თანხის გამოყოფასა და სამედიცინო დაზღვევას ითხოვენ. სოციალური აგენტები აცხადებენ, რომ ისინი უყურადღებოდ არიან დარჩენილნი და სამინისტრო მათ არაფერ ახალს სთავაზობს.

გაფიცვამდე ერთი დღით ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სოციალური აგენტების და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს შემოთავაზებას არ იზიარებენ.

magti 5g