LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელოდებიან” – იასკოს თქმით, სააკაშვილმა მასთან შეხვედრისას თავი შეუძლოდ იგრძნო

541
ლიზა

სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ ძალიან სუსტადაა. საუბრისას რამდენიმეჯერ საკმაოდ ცუდად გახდა და იძულებული იყო, დაწოლილიყო, შეესვენებინა, – ამის შესახებ ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოკითხვას უთვლის ყველა ჟურნალისტს, რომლებიც ჰოსპიტალთან დგანან და მოვლენებს აშუქებენ.

„ის მოკითხვას უთვლის ჟურნალისტებს, რომლებიც ამ სიცივეში გარეთ იცდიან და აშუქებენ ამბებს“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი.

„გუშინდელ სასამართლო პროცესზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მრავალი წლით ციხეში გამომწყვდევა და მისი მოკვლა სურს. თუ თქვენ არ გჭირდებათ ის საქართველოში, დააბრუნეთ ის უკრაინაში.

ჩვენ ის გვჭირდება,. უკრაინელები ყოველდღე ელოდებიან ახალ ამბებს და მეკითხებიან რას აკეთებენ ქართველები იმისთვის, რომ გაათავისუფლონ. მაშინ, როდესაც მას უკრაინაში პრობლემები ჰქონდა, უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის. ახლა კი ქართველების ჯერია, რომელბმაც უნდა მოახდინონ ცვლილება და ის გამოიყვანონ. თუ ის არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში, – განაცხადა იასკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g