კლინიკური ნევროლოგი, მარინა ჯანელიძე ხანდაზმულთა სოციალიზაციის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.
სპეციალისტის თქმით, ასაკოვანთა სიმარტოვე, იწვევს დეპრესიას, რაც დემენციამდე ერთი ნაბიჯია:
„მოხუცი, ჯანმრთელი ასაკოვანი ადამიანი თუ ოჯახში ფუსფუსებს, თუ ბებია აქტიურია და ოჯახში საქმიანობს და ფუნქცია აქვს, ის რასაკვირველია თავს ძალიან კარგად გრძნობს და თვლის, რომ საჭიროა ოჯახისთვის, მაგრამ როდესაც დგება პერიოდი, რომ ასაკოვან ადამიანს მარტო უწევს ცხოვრება, დღეს მოიმატა მარტოხელა ადამიანების რიცხვმა, ვინც მარტო ცხოვრობს, ამ შემთხვევაში ეს სიმარტოვე უკვე თავისთავად იწვევს დეპრესიას და დეპრესია და დემენცია ერთმანეთთან ახლო ურთიერთობაში არიან. ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით სოციუმში ყოფნა, რომელიც შენნაირი პრობლემებით არის, ბევრად უფრო სასიამოვნოა ადამიანისთვის, ვიდრე მთელი დღე სრულიად მარტო ბინაში ყოფნა“ – ამბობს კლინიკური ნევროლოგი, მარინა ჯანელიძე.
