ნატო თუ არ დახურავს ჩვენს ცას, რუსული რაკეტები ჩამოვარდება ნატო-ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და ომის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.
„შარშან ნატო-ს ლიდერები გავაფრთხილე: რუსეთის წინააღმდეგ თუ არ დაწესდებოდა მკაცრი პრევენციული სანქციები, ის ომზე წავიდოდა. და მე მართალი ვიყავი. კიდევ ერთხელ: თუ თქვენ არ დახურავთ ჩვენს ცას, რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, ნატო-ს ტერიტორიაზე. ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე