მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილის დაკავებას აპროტესტებს და მის გათავისუფლებას ითხოვს. მორის მაჩალიკაშვილს 20 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ბრალი უკვე წარუდგინეს.
რას ედავებიან დაკავებულს
მაჩალიკაშვილის ძმიშვილი დააკავეს
„მორის მაჩალიკაშვილი ჩემს გვერდით ერთი წლის განმავლობაში იდგა და ითხოვდა, რომ ამ მხეცებს ეღიარებინათ დანაშაული. ზუსტად ის ბავშვი დააკავეს დღეს. თემირლანის დები ამას ვერ გადაიტანენ. თუ აქ მოხდა პატარა რამე ისეთი, თუ არ გამოუშვეს მორის მაჩალიკაშვილი, შემდგომში მე მართლა ჩემს გეგმებს ავამოქმედებ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ცოტა ხნის წინ წარუდგინეს. დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს.