LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ჩვენ ამ ერთ კვირაში არ გავილაღებთ, იანვრის ბოლოს 1000-ს ჩამოვცილდებით – ამირან გამყრელიძე

165
download-21.png

“თუ ამ ერთ კვირაში არ გავილაღებთ, იანვრის ბოლოს 1000-ს ჩამოვცილდებით”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როცა ამ ეტაპზე სტაბილიზაციის შენარჩუნება მოხერხდა.

“სტაბილიზაცია მოხერხდა ამ ეტაპზე და თუ ჩვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში არ გავილაღებთ, ძალიან არ შევამსუბუქებთ ყველაფერს, მაშინ დარწმუნებული იყავით, იანვარშიც შემდგომ თუ დავიცავთ ყველა წესს, იანვრის ბოლოს 1 000-ს ჩამოვცილდებით და აპრილისთვის ჩამოვალთ ერთ-ორ ასეულზე”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 119 პირი, გარდაიცვალა — 39 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები