LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი…“ – რა მოხდა ქუთაისი-ვენეციის რეისზე

2606
2026-02-20_00-45-18_162003

თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი, – აღნიშნულის შესახებ წერს, მგზავრი, რომელიც 17 თებერვალს, ქუთაისი-ვენეციის რეისზე იმყოფებოდა და იქ მომხდარ საოცარ ამბავს შეესწრო.

„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი.

17.02.2026. ქუთაისი- ვენეცია, რეისი ახალი აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთი მგზავრი ფაქტობრივად სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან. იყო რისკი რეისის ავარიულად დაშვების, მაგრამ ამ პატარა გოგოს ძალისხმევამ და ცოდნამ, გადაარჩინა სიცოცხლე.

ვენეციის აეროპორტიდან კი მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა, ვერ გეტყვით რა ბედი ეწია შემდეგ, მაგრამ მთელი ფრენის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. თუ აქ ხარ გეტყვი, მადლობა შენ და მადლობა უფალს, რომ არსებობენ შენნაირი გულისხმიერი ადამიანები“, – ვკითხულობთ ტექსტში.

პოსტი იხილეთ: www.facebook.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g