თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, შეუძლებელი გახდება ადამიანობა, – ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში მოხდება სრული დეჰუმანიზაცია.
„ის, რასაც რუსული რეჟიმი აკეთებს ქვეყანაში, თითოეულ ადამიანს ეხება. ვიღაცას შეიძლება აბსტრაქტული ფრაზა ეგონოს სიტყვის თავისუფლება. მე ვიტყვი, რომ თუ ჩვენმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, რაც სრულიად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, შეუძლებელი გახდება ადამიანობა.
კონკრეტულად, მოხდება სრული დეჰუმანიზაცია. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის გუშინ გურამ როგავას სიუჟეტის ყურება. რაც არ უნდა მოწინააღმდეგესთან გვქონდეს საქმე, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ადამიანობა შეინარჩუნონ. სრული დეჰუმანიზაცია ვნახეთ გუშინ, როდესაც ყველაზე ბაზისური უნარ ჩვევები ეკარგებათ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმის ტყვეობაში არიან მოქცეულნი”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.