თუ პოლიციელის მიერ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემა დადასტურდა, პოლიციელი უმკაცრესად აგებს პასუხს, ამის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა.
„თუ დადასტურდა ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს, უმკაცრესად აგებს პასუხს ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა. ამის პირობას გაძლევთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
ტელეკომპანია „იბერიას“ წამყვანი, გიორგი გასვიანი ამბობს, რომ გუშინ ბორჯომში სამართალდამცველებმა სცემეს. გასვიანის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი ორ პირთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა.