ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი რეაგირების სხვადასხვა შესაძლებლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი აშშ და ნატო უარს იტყვიან უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე.
“ეს, შესაძლოა, სხვადასხვანაირი იყოს. დამოკიდებული იქნება იმაზე, რა წინადადებებს მომაწვდიან ჩვენი სამხედრო ექსპერტები,“- რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა მეტი დეტალისა და დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა.
23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები „დაუყოვნებლივ“ უნდა მისცეს.