LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ დავინახავთ უკან დახევას, დავიჯერებთ დეესკალაციას” – კულება რუსეთის ჯარების გაყვანაზე

122
1

“თუ დავინახავთ უკან დახევას, დავიჯერებთ დეესკალაციას” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული რუსი ჯარისკაცების ნაწილი დისლოკაციის ადგილზე ბრუნდება.

მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, მათ სურთ დაინახონ რუსული ჯარების გაყვანის მტკიცებულებები და დეესკალაციაზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“რუსეთის ფედერაციისგან მუდმივად ისმის სხვადასხვა განცხადება, ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს წესი: როცა საკუთარი თვალით ვნახავთ, მერე დავიჯერებთ. თუ დავინახავთ უკან დახევას, დავიჯერებთ დეესკალაციას”, – თქვა კულებამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას გადაწყვეტს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა.

დუმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის პუტინს მიმართავს

“ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები ამ პოზიციის შესახებ”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები წვრთნებს ასრულებენ და ბაზებში სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაბრუნებას იწყებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები წვრთნებს რიგ რაიონებში აგრძელებენ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე – ზელენსკის საგანგებო მიმართვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g