LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ დემოკრატიზაცია იქნება, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ დასავლური სამყაროს ყველა სხვა მოთხოვნას შეასრულებენ, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნიან, დისკუსია ბუნებრივად იქნება“ – ირაკლი ფავლენიშვილი

117
ირაკლი ფავლენიშვილი

„თუ დემოკრატიზაცია იქნება, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ დასავლური სამყაროს ყველა სხვა მოთხოვნას შეასრულებენ, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნიან, დისკუსია ბუნებრივად იქნება“ – ირაკლი ფავლენიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „თუ კაცს ტროტუარზე დგომის გამო აკავებ და პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებების გამო, მეორე ხელით საჯარო დისკუსიას ვერ გახსნი“. მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მზად იყო ხელისუფლებასთან საჯარო დებატებისთვის, თუმცა ხელისუფლება არ თანხმდებოდა.

ამასთან, ფავლენიშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დებატებში მონაწილეობა ბევრ რამეს შეცვლიდა.

ირაკლი კობახიძე: ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მივცეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს

„ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა. საზოგადოება იმსახურებს, რომ ხელისუფლების მთავარი ოპონენტი მუდმივად ხელოვნურად არ იყოს პროცესიდან გამოთიშული და შეეძლოს ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის მიღება. მას მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს და ამ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, რომ მათ ლიდერს ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს მიეცა ამის გაკეთების უფლება სხვადასხვა წინასაარჩევნო პერიოდში, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. რაც შეეხება ზოგადად დებატებს, მე „საზმაუს“, რუსთავი 2“-ის ეთერშიც ნამყოფი ვარ. „იმედზე“ ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი იმიტომ, რომ არც მიწვევდნენ. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ისინი არცერთ ოპოზიციურ არხზე არ მოდიოდნენ. ვინ ჩაახშო ამ ქვეყანაში დისკუსია და დებატები,ე ს ყველასთვის კარგად არის ცნობილი“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განმარტებით, არ სჯერა არც იმისა, რომ ხელისუფლებას სურსათზე ფასების დაწევა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სურს.

„ივანიშვილისგან არ გვჯერა. ფასების შემცირების და კორუფციის დამარცხების ალბათობა არის ჩვენთვის წარმოდგენილი. ეს ადამიანი ინფორმირებული იყო და კარგად იცოდა, რომ მასთან დაკავშირებული ბიზნესმენების კარტელური გარიგებებით ხდებოდა ფასების აწევა. შეიძლება ზედაპირულად რაღაცების კორექტირება მოახდინონ, მაგრამ რეალურად, ფასების კლებას არ ექნება სისტემური ხასიათი. კორუფციასაც ვერ დაამარცხებენ და ამის გვწამს იმიტომ, რომ ეს ძალა თავის არსში ამას არ ითვალისწინებს. ასევე, არ ითვალისწინებს საჯარო დისკუსიას. თუ კაცს ტროტუარზე დგომის გამო აკავებ და პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებების გამო, მეორე ხელით საჯარეო დისკუსიას ვერ გახსნი. თუ დემოკრატიზაცია იქნება, თუ არა მხოლოდ ჩვენს, არამედ დასავლური სამყაროს ყველა სხვა მოთხოვნას შეასრულებენ, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნიან ქვეყანაში, ამ დროს საჯარო დისკუსია ბუნებრივად იქნება. იმ საჯარო დისკუსიაზე საუბრობენ, რომელზეც ჩვენ სულ თანახმა ვიყავით“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g