„როგორც ჩანს ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში“ – ასე ეხმაურება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს, საკანონმდებლო ორგანოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას.
შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს – ეს არის ქართველი ხალხის ინტერესი და ნება
როგორც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, არ ღირს ამ დღეს სახლში ან სამსახურში შეხვედრა.
ჯაფარიძე მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს:
„როგორც ჩანს ეს დღე გარდაუვალად იქნება ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში. არ ღირს ამ დღის სახლში ან სამსახურში შეხვედრა. თუ დღეს ცოცხალი ხარ და აქ ცხოვრობ, სჯობს რუსთაველზე ვიყოთ, ახლოს იმ შენობასთან სადაც აღსრულდება ღალატის ეს აქტი.
ესაა დღეს მინიმუმის მინიმუმი. ხოლო შემდეგ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს დღე დარჩეს ერთ-ერთ სამარცხვინო დღედ და არ იქცეს ტრაგიკულ დღედ… 5 თვე გვექნება ამისთვის“- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც სჩანს ეს დღე გარდაუვლად იქნება ერთერთი გამორჩეულად სამარცხვინო დღე ამ ქვეყნის ისტორიაში არ ღირს ამ დღის სახლში…
Posted by Zurab Girchi Japaridze on ორშაბათი, 27 მაისი, 2024