LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ჟოზე წავა, ჩელსის კონტე სურს

38

”ჩელსი” ჟოზე მოურინიოს წასვლის შემთხვევაში ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას განაგრძობს. როგორც Corriere della Sera წერს, ლონდონური კლუბის შორტ ლისტში იტალიის ნაკრების ხელმძღვანელი ანტონიო კონტე და ”ინტერის” მწვრთნელი რობერტო მანჩინი შედიან.

ამასთან, პრიორიტეტულ კანდიდატურად ”სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევა.

შეგახსენებთ, კონტეს კონტრაქტის ვადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ევრო 2016-ის შემდეგ იწურება.

11 მატჩის შემდეგ ”ჩელსის” პრემიერლიგის ცხრილში მისთვის უჩვეულო, მე-15 პოზიცია უკავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები