LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თუ ძალიან ახალგაზრდას მომიწია წასვლა, იმედი მაქვს ბევრი კარგის გაკეთებას შევძლებ და სწორედ ჩემი საქმით გამიხსენებენ ადამიანები” – ჰიტ ლეჯერის საუკეთესო ფილმები

529
heath-ledger-movie-role-anniversary

,,თუ ძალიან ახალგაზრდას მომიწია წასვლა, იმედი მაქვს ბევრი კარგის გაკეთებას შევძლებ და სწორედ ჩემი საქმით გამიხსენებენ ადამიანები”, – თითქოს იწინასწარმეტყველა ჰიტ ლეჯერმა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, თუმცა სოლიდური მემკვიდრეობის დატოვება მაინც მოასწრო. მას კინოუნდისტრიაში ,,ჩვენი დროის მარლონ ბრანდო” შეარქვეს.

fortuna.ge გთავაზობთ ჰიტ ლეჯერის 7 საუკეთესო ფილმს:

,,ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი” (10 Things I Hate About You, 1999) – ფილმი, რომელმაც  ახალგაზრდული კომედიის ყველა ელემენტი გააერთიანა და ჟანრის კლასიკად იქცა, ჰიტ ლეჯერის სავიზიტო ბარათად იქცა. მსახიობმა მოზარდი პატრიკ ვერონი განასახიერა და შექსპირის “ჭირვეულის მორჯულების” პეტრუჩიოს ერთგვარი თანამედროვე სახე შექმნა.

,,პატრიოტი” (The Patriot, 2000) – წარმატებული დებიუტის შემდეგ, ლეჯერმა რონალდ ემერიჰის შეთავაზება მიიღო და სიამოვნებით დათანხმდა ამერიკის სამოქალაქო ომზე შექმნილ ფილმში ახალგაზრდა ჯარისკაცის როლის შესრულებას, რომელიც მამის სურვილის მიუხედავად ეწერება სამხედრო სამსახურში.

,,რაინდის ისტორია” (A Knight’s Tale, 2001) – ბრაიან ჰელგელენდის ფილმში მსახიობმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა როლს ერთნაირი პასუხიმგებლობით ამუშავებს და ყოველთვის ინტერესით ასრულებს, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ყველა ტრიუკის დამოუკიდებლად შესრულება დაიჟინა და მართალია, საკმაოდ იზარალა, მაგრამ უკან მაინც არ დაიხია.


,,დოგთაუნის მეფეები” (Lords of Dogtown, 2005) – რეალურ ისტორიაზე შექმნილ ფილმში ლეჯერმა სკეიდბორდისტი სკიპ ენგბლომი განასახიერა, რომელიც მეგობრებთან ერთად პოპ-კულტურის ნამდვილ რევოლუციონერად იქცა.

,,კუზიანი მთა” (Brokeback Mountain, 2005) – ორი კოვბოის სიყვარულის ისტორიამ, რომელიც მსოფლიო კინოს პირველ გეი-ვესტერნად იქცა, უმარავი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა, რაც პირველ რიგში სწორედ ლეჯერისა და ჯილენჰოლის დუეტის დამსახურებაა.

,,ქენდი” (Candy, 2005) – მშობლიურ ავსტრალიაში დადგმულ ფილმში ლეჯერმა ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდა პოეტი განასახიერა და საოცრი სიზუსტით ასახა ყველა მისი გრძნობა და ემოცია. როგორც მოგვიანებით მსახიობმა აღნიშნა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა როლის მორგება, რადგან წონის დაკლება, სერფინგით გატაცებაზე ურის თქმა და ცხოვრების წესის პრაქტიკულად სრულად შეცვლა მოუხდა.

,,ბნელი რაინდი” (The Dark Knight, 2008) – ბეტმენზე შექმნილი ტრილოგიის მეორე ნაწილში როლის მისაღებად ლეჯერმა კიდევ ერთ წარმატებულ პროექტში – “ავსტრალიაში” მონაწილეობაზე თქვა უარი, რადგან ძალიან უნდოდა კრისტოფერ ნოლანთან მუშაობა. სხვათაშორის, მსახიობის გარდაცვალების შემდეგ უამრავი მისტიკური ვერსია გაჩნდა, ერთ-ერთი იმასაც ამტკიცებდა, თითქოს ლეჯერმა საკუთარი პერსონაჟის გავლენისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო და სწორედ მას შეეწირა.

 

 

 

magti 5g