რომელი სიმპტომები მიგვანიშნებს ნევროლოგიურ პრობლემებზე და როგორ ამოვიცნოთ ნევროლოგიური პრობლემით გამოწვეული თავბრუსხვევა?
ნევროლოგი, თეა მაისურაძე გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ამბობს, რომ თავბრუსხვევით მიმართვიანობა ძალიან ხშირია და უმეტესად თანდართულია შფოთვით, რა დროსაც ამ პრობლემის დრამატიზაცია ხდება.
ნევროლოგი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის მიერ შეფასდეს, თუ რამ გამოიწვია თავბრუსხვევა:
„თავბრუსხვევით მიმართვიანობა ძალიან ხშირია და უხშირესად თანდართულია შფოთვით. თავბრუსხვევას ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად აღწერს და საკმაოდ დრამატიზაცია ხდება ამ პრობლემის. სანამ ექიმები დაადგენენ, რასთან არის თავბრუსხვევა დაკავშირებული, ექიმებშიც კი გაოგნებას იწვევს, იმდენად დრამატიზება ხდება, რაც ახდენს შენიღბვას საკმაოდ მძიმე ნევროლოგიური პრობლემებისა.
ხშირი მიზეზია შფოთვითი აშლილობების, როგორიც არის სომატოფორმული აშლილობები და დეპრესიის რადგან ძალიან მძიმედ, მას რჩება შიში, შფოთვა და ეს უკვე იწვევს მძიმე მდგომარეობას. თავბრუსხვევით მომართვიანობა, ძალიან ხშირია. ხშირი დიაგნოზი, ეს არის კეთილთვისებიანი პაროქსიზმული-პოზიციური თავბრუსხვევა, რომელიც თანდართულია მწვავე, შეტევითი თავბრუსხვევით, წონასწორობის დარღვევით, ღებინებით და ძალიან დრამატულად არის გამოხატული, რაც არის ნევროლოგიური წარმოშობის ჭეშმარიტი სისტემური თავბრუსხვევები.
თავბრუსხვევა ძალიან ბევრ დაავადებას ახლავს თან, შესაძლოა იყოს კარდიოლოგიური პრობლემაც ან კუჭ-ნაწლავის პრობლემა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ შეფასებას…
თუ ერთ მშვენიერ დღეს საწოლიდან წამოდექით და წონასწორობას ვერ იკავებთ, თავბრუ დაგეხვათ, არ შეშინდეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან ეს ყველაზე მეტად ავნებს ამ დროს და აუცილებლად მიმართეთ ნევროლოგს, აუცილებელია შეფასდეს რამ გამოიწვია თავბრუსხვევა“, – ამბობს სპეციალისტი.
