LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ეს ასე არ იქნება, მართლა ყველა კედელზე, მართლა ყველა დაფაზე, მომხრე ვარ, რომ ეწეროს: “ამ ცხოვრების დედაც!”-პედაგოგის ემოციური ვიდეომიმართვა

7504
BeFunky-collage (35)

საგანმანათლებლო აკადემია “ერუდიტის” დირექტორი თამარ ხელაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ის 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“ჩვენ ქვეყანაში არ უნდა გვიკვდებოდნენ 15 წლის შვილები. მინდა ყველა დავდგეთ ამის წინააღმდეგ. მე როგორც პედაგოგი და როგორც დედა ვიბრძვი ამის წინააღმდეგ და თუ ეს ასე არ იქნება, მართლა ყველა კედელზე, მართლა ყველა დაფაზე, მომხრე ვარ, რომ ეწეროს: “ამ ცხოვრების დედაც!” – თამარ ხელაძის ვიდეომიმართვაში.

15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა გარდაიცვალა

მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

https://www.facebook.com/tamuna.kheladze.73/videos/2564353513796320/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g