ესპანური საფეხბურთო კლუბი „ლევანტე“, სადაც ამჟამად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს, საზოგადოებას მნიშვნელოვან და სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ქოჩორაშვილის მხარდაჭერით, ხავი და „ლევანტე“ საქართველოში ახალი ტალანტების მოსაძებნად მოდიან.
ამის შესახებ კლუბის „ფეისბუკ“ გვერდი წერს და ახალი, ქართველის ტალანტების შესარჩევად საჭირო პირობებზე ინფორმაციას ავრცელებს:
„თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო! ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და ლევანტე საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად!
გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს, 2006-დან 2011 წელს დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი შესაძლებლობები და მიიღო ლევანტეს სტიპენდია! https://campus.levanteud.com/georgia/“ – ნათქვამია გავრცელებულ პოსტში.