LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ფულია საჭირო, გვითხარით რამდენი

43

საქართველოს მთავრობა და სპონსორები მზად არიან საკმაოდ დიდი თანხა გამოყონ, რათა ”ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის გათამაშებაში მიიღონ მონაწილეობა, განაცხადა ESPN-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

”ჩვენი რაგბის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია და უფრო ძლიერ გუნდებთან თამაში. თუ ეს ფული ღირს (ექვს ერთად შეერთება), დაგვისახელეთ თანხა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობა და სპონსორები სიხარულით გამონახავენ დაფინანსებას. ჩვენი მონაწილეობა არა მარტო განვითარებას გამოიწვევს, არამედ შესაძლებელი გახდება დამატებითი შემოსავლების მიღებაც”, – აღნიშნა ჰეიგმა.

მსგავსი რიტორიკით გამოვიდა ახლახან Rugby Europe-ის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუც.

”აუცილებელია განისაზღვროს კრიტერიუმები, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს იქნება რთული ამოცანა და შესაძლებელია არა მოკლე, არამედ გრძელვადიანი პერსპექტივა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g