“თუ გადაწყვეტილება აქვთ მისაღები, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ, დროზე უნდა მიიღონ”,-ამის შესახებ მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში”განაცხადა, რომლითაც პარტია “გირჩის” მიერ წარდგენილ 7 პუნქტიან დოკუმენტს გამოეხმაურა.
“შეიძლება 6 თვე დასჭირდეს პოლიტიკურ გუნდს, რომ 7 მოთხოვნა ჩამოაყალიბონ? ან შევიდნენ ან გარეთ დარჩნენ ან სხვა რამე გააკეთონ. ასეთი მოქმედებით, ნელნელა კარგავენ ხალხის მხარდაჭერას. რაუდნებზე სიარულის გარდა ეს ხალხი არაფერს არ აკეთებს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, დღეს “გირჩმა” მოთხოვნების 7 პუნქტიანი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელთაგან ერთი მაინც თუ შესრულდა, პარტია პარლამენტში შესვლას აპირებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, პარტია მოქმედებას დღეს გამოქვეყნებული მოთხოვნებით გეგმავს.