დედაქალაქის მერი, აცხადებს, რომ თუ კერძო ავტომობილების გამოყენების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მომდევნო 5 წელში თბილისში გადაადგილება შეუძლებელი იქნება.
კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პიკის საათში დედაქალაქში 600 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდება, რაც მაღალი მაჩვენებელია.
“თბილისში 2012 წელს 250 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს 380 000-მდე გაიზარდა, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვაკვირდებით, ვაკეთებთ სტატისტიკას, დღეს პიკის საათებში თბილისში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, ძალიან დიდი ციფრია. თუ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ მივიღეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან, სისწრაფესთან, კომფორტულობასთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში უბრალოდ შეუძლებელი იქნება”,- ამბობს თბილისის მერი.