ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იმ სტუდენტებს ეძებს, ვისაც ნაქირავები ბინები გაუძვირდათ და ამ მიზეზით შესაძლოა, სწავლა შეწყვიტონ.
“სტუდენტებო, თუ გაგიძვირდათ ბინის ქირა მომწერეთ რა კომენტარებში, გეძებთ.
ბევრი ალბათ ვეღარც კი ახერხებთ და სწავლის შეწყვეტას ფიქრობთ. ყველა დაპლიუსდით რა აქ”- წერს ნანუკა.
მის პოსტს უკვე აქვს გამოხმაურებები.
“500 ლარზე დაბლა ვერ ვპოულობთ;
ვერც ვშოულობთ… და თუ არის 700-დან იწყება;
500-ად მქონდა ნაქირავები და ნელ-ნელა 800-მდე ავიდა;
700 ლარიდან იწყება ნორმალური საცხოვრებელი პირობებით. ადგილს აღარ განვიხილავ, სულერთია;ბინა რომელიც უნდა ექირავა,რუსებს მიაქირავა და დატოვა ასე;
ტექნიკის გარეშე 900ლარად ვიქირავეთ”, – წერენ კომენტარებში.