LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით – ცერცვაძე

87
tengiz-cercvadze-1-2020-02-28-13-06-01-533703

თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ  პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსი უკიდურესად არაპროგნოზირებადია, სტრატეგიულად კი ყველაფერი გაკეთდა იმაზე უკეთესად, ვიდრე ეს შეეძლო ჩვენი რესურსების ქვეყანას.

“მატება იქნება თუ მოსახლეობა ამ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად უარს იტყვის რეგულაციების შესრულებაზე, პირბადეების ტარებაზე. შეზღუდვები შეიძლება მოვხსნათ, მაგრამ პირბადე უნდა ვატაროთ. გამოიკვეთა საგანგაშო სიგნალები. როცა შემთხვევები ბევრი იყო და გვიჭირდა, პირბადის ტარების პროცენტი იყო 72, ერთ კვირაში ჩამოვიდა 62 პროცენტი. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის პირბადის ტარებაზე და რეკომენდაციებზე უარის თქმა. მივმართავ მოსახლეობას, არ შეიძლება ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება. გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია.

თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“. – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g