ბათუმში დაკარგული ბიჭის ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და შვილს მიმართავს:
„დე, ჩემო სუნთქვა, თუ იმის გამო გიჭირს მოსვლა, რომ კითხვები იქნება და ვინმე ვერ გაგიგებს, არ იდარდო. არაფერი გაგიკეთებია ისეთი, რომ გიჭირდეს მოსვლა. შენ კი არა, ჩვენ გვაპატიე, თუ რამე ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც შენ გულს გაუხარდება. გვაპატიე მეც და მამასაც, ოღონდ შენ მოდი, დე… შენი და შენი ძმების სიცოცხლეზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი არაფერია, დე“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ალექსანდრე მიქელაძე, რომელიც 16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარდა და უკვე 26 დღეა, სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები ეძებენ.