LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება არსებობს საშიშროება სწავლის დაწყება კიდევ გადაიდოს – ოთარ ჩოკოშვილი

231
epidemiologi

„თუ ასე გაგრძელდება და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, გახშირდება კერები, არსებობს გარკვეული საშიშროება, რომ სწავლის დაწყების პროცესი კიდევ ცოტახნით გადაიდოს“, – ამის შესახებ “ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასწავლო პროცესი ერთ-ერთი ხელშემწყობია ინფექციის გავრცელების კუთხით და ეს კიდევ უფრო მეტ პარალიზებას გამოიწვევს. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება საკმაოდ საყურადღებოა და ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ინფექციის გავრცელების კონტროლი.

„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ სასწავლო პროცესი ერთ ერთი ხელშემწყობია პროცესია ინფექციის გავრცელების. იქ, სადაც მოხდა ერთეული შემთხვევები, შეიქმნა პრობლემები. სასწავლო პროცესის დაწყებას, რომელიც მალე შეწყდება და კიდევ უფრო გაზრდის რისკებს დიდი ეფექტურობა არ ექნება.

შესაბამისად თუ ასე გაგრძელდება და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, გახშირდება კერები, არსებობს გარკვეული საშიშროება, რომ სწავლის პროცესი კიდევ ცოტახნით გადაიდოს. ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი აღმოჩნდება რისკის ქვეშ და ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ პარალიზებას გამოიწვევს.

დღეის მდგომარეობით ვფიქრობ, სხვა რეგიონებში თითქოს არ უნდა იყოს პრობლემა სწავლის დაწყება, მაგრამ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველა სასწავლო დაწესებულებას. პირბადის ტარება, ხელების ჰიგიენა, თერმოსკრინინგი აუცილებელია“,-განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g