დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა, დადგება საკითხი რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით“. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „რუთავი2“-ის ეთერში გააკეთა.
მისივე განმარტებით, მეხუთე ტალღის სიმძიმის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
“შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსივობა.
თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. აკუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას,”- აცხადებს გამყრელიძე.