LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ივანიშვილს პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს, შპს “ოცნება” რატომ იცავს? -კახა ოქრიაშვილი

166
BeFunky-collage (14)

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელიც დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას პასუხობს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ეხმაურება.

“ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მმართველიც, მოსამართლეც, არქიტექტორიც, რეჟისორიც, გროსმეისტერიც და ექიმი-გინეკოლოგიც!

დღეს ბიძინა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, განცხადება გააკეთა – არ ვარ ოლიგარქიო. თუ ოლიგარქი არ არის და პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს, მაშინ მთელი სამთავრობო გუნდი და შპს “ოცნება”, თავისი ტელევიზიებით, რატომ იცავს კერძო პირ ბიძინა ივანიშვილს და მის ფულს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ – რა სტატუსით და უფლებამოსილებით იცავენ, პრესსპიკერები არიან თუ ადვოკატები?! გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და თავი დაიცვას.

ეს ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, ოლიგარქ-მონარქი, რომელმაც საქართველოში ჯერჯერობით არაშთამომავლობითი მონარქია ჩამოაყალიბა. ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მმართველიც, მოსამართლეც, არქიტექტორიც, რეჟისორიც, გროსმეისტერიც და ექიმი-გინეკოლოგიც.

“ოცნებამ” ივანიშვილის თაოსნობით, თუ მის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა: ეკონომიკა შეამცირა, ლარი გააუფასურა და ამით ადამიანების შემოსავალიც შეამცირა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, “ოცნებამ” ეს ივანიშვილთან ერთად გააკეთა, თუ მის გარეშე. მათ 10-წლიანი ვადა ჰქონდათ, მაგრამ ქვეყანა გააპარტახეს და უნდა წავიდნენ.

ქართველი ხალხი თქვენ მალე გაგიშვებთ!”, – წერს კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთის და საზოგადოების მხრიდან დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ვრცელი წერილით გამოეხმაურა.

თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას – ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g