LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ჯონს ჩხუბი უნდა, შემატყობინეთ“ – ილონ მასკი ჯონი დეპის მუქარას გამოეხმაურა

1442
Zyt8wR2ghLbiAdm4uII8

2020 წლის ყველაზე გახმაურებული ჰოლივუდური სკანდალი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის განქორწინების საკითხია. სასამართლო პროცესი ჯერჯერბით მიმდინარეობს, საბოლოო ვერდიქტამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა, პროცესში ბევრი საინტერესო დეტალი იკვეთება. სასამართლოში წერილის შინაარსი გაასაჯაროვეს, რომელიც  დემპა მეგობარს მისწერა, წერილში ის ილონ მასკს გენიტალიების მოჭრით ემუქრება.

აღნიშნულ მუქარას SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა ასე უპასუხა: „თუ ჯონის ჩხუბი უნდა, უბრალოდ შემატყობინეთ“. მისი თქმით, მას ჰარდთან რომანი მას შემდეგ ჰქონდა, რაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად ჰარდი ჯონს ძალადობაში ადანაშაულებდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ თავად ჰარდი სცემდა ჯონს, ბოლოს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ემბერი ჯონს ილონ მასკთან და კარა დელევინთან ერთდროულად ღალატობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები