LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კეტი პერი კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მაშინ ბლუმი გერმანიის ყოფილ კანცლერთან – ორლანდო ბლუმის კომენტარი

135
Untitled design (81)

უკვე რამდენიმე კვირაა, არ წყდება საუბარი კეტი პერისა და კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს რომანზე. წყვილი ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა. ისინი ჯერ ვახშმობის დროს გადაიღეს, შემდეგ კი მონრეალის ქუჩებში სეირნობის დროს დააფიქსირეს.

ჯასტინ ტრუდომ კეტი პერი მონრეალის ქუჩებში გაასეირნა – კანადის ყოფილ პრემიერს ბედნიერებისგან სახე უბრწყინავდა

კეტი პერისთან რომანტიკული ვახშმის შემდეგ, კანადის პრემიერ-მინისტრი მომღერლის კონცერტზეც გამოჩნდა

როგორც ჩანს პერის ექსს, ორლანდო ბლუმს არ გამოჰპარვია ეს ამბავია და მან გარკვეული რეაგირება მოახდინა ყოფილი საყვარელი ქალისა და კანადის პრემიერ-მინისტრის რომანზე, თუმცა ეს მოხდა არაპირდაპირი გზით.

საქმე ისაა, რომ პერისა და ტრუდოს ვახშმობის ფოტოების გავრცელების შემდეგ, მედიაში გამოქვეყნდა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ფოტო, რომელშიც ორლანდო ბლუმი გერმანიის ექს-კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად ვახშმობს.

ბლუმმა იუმორი ღირსეულად მიიღო და პოსტის ქვეშ აპლოდისმენტის „ემოჯი“ დატოვა.

ვიდეო: კეტი პერისთან განშორების შემდეგ, ორლანდო ბლუმმა „ფრთები გაშალა“ – 48 წლის მსახიობი ვიდეოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები