LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ხელისუფლებასთან მივაღწევთ კონსენსუსს, რომელიც კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას გააჩენს „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევა: მანჯგალაძე

78
manjgaladze

„როგორც კი ხელისუფლებასთან მივაღწევთ კონსენსუსს, რომ რაიმე ფორმით გამოჩნდება გზა, რომელიც მოლაპარაკების კუთხით პოლიტიკური კრიზისის განმუტვის შესაძლებლობას გააჩენს „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაიწყებს საპარლამენტო საქმიანობას“,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათი მიზანია შეიქმნას ისეთი მმართველობითი სისტემა, რომელიც „ერთპარტიული ავტოკრატიის არსებობის შესაძლებლობას გამორიცხავს“.

„როგორც წინა და ისევე ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რეალურად იყო ერთპარტიული ავტოკრატიული  მმართველობა. არანაირი ძალაუფლების გადანაწილება პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდებოდა. იმითვის, რომ ეს მოჯადოვებული წრე გავარღვიოთ, აუცილებელია შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნებზე.

როგორც კი ხელისუფლებასთან მივაღწევთ კონსენსუსს, რომ რაიმე ფორმით გამოჩნდება გზა, რომელიც მოლაპარაკების კუთხით პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობას გააჩენს, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ დავიწყოთ საპარლამენტო საქმიანობა“,-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g