LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ კვლევებს საერთაშორისო სტანდარტებით ჩაატარებენ, დათანხმდება და არა საქართველოში“ – ადვოკატის თქმით, სააკაშვილი ექსპერტიზისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე უარს აცხადებს

136
Untitled design

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საექსპერტო კვლევისთვის სისხლის ნიმუშის აღებაზე თანახმა არ არის.

როგორც უფლებადამცველმა ილია ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, რომელსაც სააკაშვილისთვის სისხლის ნიმუში უნდა აეღო, კლინიკაში ჯერ მისულა:

„გამომძიებელთან კომუნიკაცია დღეს 15:00 საათზე გვქონდა, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიბარა, რათა კვლევისთვის სისხლის ნიმუში აეღო. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, მაგრამ ამ დროს გამომძიებელი არ გამოცხადდა, მიზეზი არ ვიცით, მის ტელეფონზე რამდენჯერმე დავრეკეთ, მაგრამ ის არ გვპასუხობს.

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უარყოფითია – ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენო, ფრჩხილის და თმის ნიმუშები უნდა იყოს აღებული. თუ ამ კვლევებს საერთაშორისო სტანდარტებით ჩაატარებენ, დათანხმდება, და არა საქართველოში“, – განაცხადა ადვოკატმა.

ჯიშკარიანი სააკაშვილზე: დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს უცნობ ნაერთთან, სასწრაფოდ საჭიროა დეტოქსიკაცია, დიაგნოზები წარმოადგენს გათავისუფლების საფუძველს

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა” – “ვივა მედის” კლინიკური დირექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g