ინფლუენსერი, ვიქტორია მელნიჩუკი „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო.
ცნობილმა უკრაინელმა ინფლუენსერმა გადაცემაში ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის მეუღლეზე გიორგი კოღუაშვილზე. მისი თქმით, მეუღლე მისთვის საუკეთესო მეგობარია.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე – „სანამ შენი შემოსავლის გამომუშავებას დაიწყებდი, მანამდე გყიდულობდა გიორგი ბრენდებს“, – ვიქტორია მელნიჩუკმა უპასუხა:
„კი, სხვათა შორის მე გიორგიზე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი არის საოცნებო ქმარი, იმიტომ რომ ურთიერთობის დასაწყისიდან რაც გააკეთა ზოგადად ურთიერთობისთვის და ჩემთვის, ძალიან ბევრია და დარწმუნებული ვარ ბევრი კაცი არ გააკეთებს და ჩათვლის, რომ რატომ უნდა გავაკეთო ეს…
მამაკაცში მთავარია აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, თუ მამაკაცს არ უნდა, რომ შენ გახვიდე დილის 9 საათზე სახლიდან და საღამოს 10 საათზე მოხვიდე სამსახურიდან და თან ერთდროულად თუ უნდა სახლში რომ იყოს მზა საჭმელი, დალაგებული, მაშინ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა სამსახურიდან უნდა წამოხვიდე და იჯდე სახლში და იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ არაფერი არ დაგაკლდეს“ – ამბობს ინფლუენსერი.
