LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ – გია გულორდავა

83

თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში,- ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა ვიცე-მერმა, ბრალდებულმა გიაგულორდავამ მოსამართლეს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლო სასამართლო ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ვიცე-მერის გია გულორდავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

“თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ. მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია არანაირ მოლაპარაკებაში,”- მიმართა გია გულორდავამ მოსამართლეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g