LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მონაცემების ზრდა გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევა: ამირან გამყრელიძე

85
1581260258-ამირანგამყრელიძე1

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც გვქონდა ნოემბრის დასაწყისში. მისივე თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში.

“თუ ასე გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბჭოში რეგულაციების გამკაცრების რეკომენდაციით შევა”

“ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოდუნდა, ამიტომ, მესმის, შევდივარ მდგომარეობაში, ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა, სიარული, რესტორანში დაჯდომა, მეორე მხრივ, 26 ადამიანი მოკვდა 24 საათის განმავლობაში.” – აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული. როგორც გამყრელიძე აცხადებს, თუ ასე გაგრძელდა გაუარესება, დაავადება კონტროლის ცენტრი შევა საბჭოში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრების რეკომენდაციით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები