ვცდილობთ, საქართველოს ყველა მიმართულებით დავეხმაროთ- ამის შესახებ განცხადება გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, საბინე მახლიმ გააკეთა.
“გაერო მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას”
მახლის განცხადებით გაეროს საქართველოსთან დაკავშირებით მდგრადი განვითარების მიზნები აქვს. როგორც დიპლომატი ამბობს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, თუ როგორ აღწევს საქართველო 2030-ის დღის წესრიგს.
“ამისთვის მნიშვნელოვანია, ყველა მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე ჟურნალისტები უფრო კონკრეტულები იყვნენ ამ საკითხთან დაკავშირებით,“- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.
კითხვაზე, რას ფიქრობდა ის თბილისში გამოჩენილ ე.წ. „სიძულვილის პოსტერებთან“ დაკავშირებით, საბინე მახლიმ განაცხადა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს.
„სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჭიროა. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს. თუკი გსურთ, გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს,“- აღნიშნა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა.